15 წლის შემდეგ პირველად, ზლატანმა ევროპა ლიგაზე ითამაშა

15-09-2016, 23:04

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპა ლიგის შეხვედრა "ფეინოორდსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის, რომელშიც მინიმალური სხვაობით, 1-0 გაიმარჯვეს მასპინძლებმა. მატჩის ერთადერთი გოლი ვილენამ 79-ე წუთზე გაიტანა და მასპინძლებს მოაგებინა.

მაგრამ ეს მატჩი სხვა რამითაც იყო საინტერესო. 15 წლის შემდეგ პირველად, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ევროპა ლიგის ტურნირზე ითამაშა, თუმცა როგორც ხედავთ შვედს დაბრუნება არც თუ ისე წარმატებული გამოუვიდა. უკანასკნელად ზლატანმა ევროპა ლიგაზე (მაშინდელ უეფას თასზე) 2001 წელს იასპარეზა, ამსტერდამის "აიაქსის" რიგებში.

დღევანდელ შეხვედრაში ზლატანი 63-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე, მაშინ როცა ანგარიში ჯერ კიდევ 0-0 იყო, მაგრამ მან თავის გამოჩენა ვერ მოახერხა და საბოლოოდ "წითელმა ეშმაკებმა" შეხვედრა დათმეს.

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით