რაიოლა: "ზლატანი კარიერას "ნაპოლიში" დაასრულებს"

15-09-2016, 23:17

ცოტა ხნის წინ სუპერ-აგენტმა მინო რაიოლამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი სულ მალე კარიერას დაასრულებს, მაგრამ მისი უკანასკნელი კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი" არ იქნება.

34 წლის ფეხბურთელი გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა "წითელ ეშმაკებს", თავისუფალი აგენტის სტატუსით და კარგადაც მოერგო გუნდს. მან 5 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა რაც ინგლისისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, მაგრამ გერმანელი აგენტის მტკიცებით ის მაინც დატოვებს კლუბს და იტალიაში დაბრუნდება.

"ფერარას გაცილების მატჩზე ზლატანმა მითხრა, რომ მას სურს კარიერის "ნაპოლიში" დასრულება. ერთადერთი რისი თქმაც ახლა შემიძლია არის ის, რომ არცერთ იტალიურ კლუბს არ ძალუძს იბრაჰიმოვიჩის გადაბირება. ის ზუსტად ერგება ნეაპოლურ მენტალიტეტს და მხოლოდ ამ კლუბს შეუძლია იბრას დამატება." - განაცხადა მინო რაიოლამ.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც რაიოლა შვედი ფორვარდის მომავალზე საუბრობს. იგი ასევე გასულ ზაფხულს ამტკიცებდა, რომ ზლატანი "მილანში" დაბრუნდებოდა, მაგრამ როგორც ხედავთ ეს ასე არ მოხდა.

საინტერესო

  • tsandro
  • 16 სექტემბერი 2016 00:42
ეტყობა ეს კარიერის დამთავრებაზე არ ფიქრობს :დდ
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით