ევროპა ლიგაზე საინტერესო რეკორდი დამყარდა

16-09-2016, 00:27

დღეს გაიმართა ევროპა ლიგის პირველი ტურის შეხვედრები, საიდანაც ერთ-ერთი ყველაზე გამოსარჩევი შეხვედრა "ყარაბაღისა" და "ლიბერეკს" შორის გამართული მატჩი აღმოჩნდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ანგარიშით 2-2 დასრულდა.

მატჩის მთავარი მოვლენა პირველივე წუთზე დაფიქსირდა. სტუმართა ნახევარმცველმა იან სიკორამ მატჩის მე-12 წამზე მეტოქის მცველების უყურადღრებობით ისარგებლა და გოლის გატანა მოახერხა, ეს გოლი კი ევროპა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი აღმოჩნდა. აქამდე ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი "სევილიას" ფეხბურთელი ვიტოლო გახლდათ, რომელმაც გასულ სეზონში მე-13 წამზე შეძლო "ვილიარეალის" კარის დალაშქვრა.

იხილეთ სიკორას გოლი:

 

საინტერესო

  • tsandro
  • 16 სექტემბერი 2016 00:41
მცველებმა მაგარი ყლაპეს
sad iyvnen mcvelebi 12 wamshi ro burts gaushveb mere ra gundia es
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით