არველაძე: "ასე არასდროს წამიგია"

16-09-2016, 12:36

მოგეხსენებათ, გუშინ უეფას ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შოთა არველაძის მიერ მომზადებულმა თელ-ავივის "მაკაბიმ" საკუთარ მოედანზე პირველი მატჩი გამართა და "ზენიტთან" დამარცხდა.

ეს უბრალო დამარცხება არ იყო. სტუმრები 75-ე წუთზე 3-0-ს აგებდნენ, თუმცა დარჩენილ 15 წუთში მეტოქის კარი ოთხჯერ აიღეს და ბრწყინვალე ქამბექი შეასრულეს.

მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე შოთა არველაძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"სამწუხაროდ, სამბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება ვერ შევძელით. საშინელი დღე გამომივიდა. სამწვრთნელო კარიერაში ასე არასდროს წამიგია. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ჩემი გუნდის ფეხბურთელები დროთა განმავლობაში თამაშს აუმჯობესებენ".

"ვერ ვიტყვი, რომ ამ მარცხს გუნდზე არ უმოქმედია, მაგრამ ჩვენ გვაქვს დრო, რათა ამ ყველაფერს ანალიზი გავუკეთოთ", - განაცხადა ქართველმა სპეციალისტმა.

საინტერესო

  • Sandro23
  • 16 სექტემბერი 2016 13:22
ძალიან სირცხვილია. ელემენტარული კლასის ნაკლებობა
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით