სად უნდოდა ზლატანს კარიერის დასრულება?

16-09-2016, 19:52

შვედი ფორვარდის აგენტმა მინო რაიოლამ, დღეს საინტერესო განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს ზლატან იბრაჰიმოვიჩი თავისუფალი აგენტი გახდა და ახალ კლუბს ეძებდა. "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლამდე მას არაერთი წინადადება ჰქონდა.

ამასთან დაკავშირებით დღეს ფეხბურთელის წარმომადგენელმა ისაუბრა:

"რა მოლაპარაკება გვქონდა "ნაპოლისთან"? ყველა დეტალი ყოველთვის ჩემსა და კლუბის ხელმძღვანელებს შორის რჩება", - ამბობს მინო რაიოლა.

"თუმცა, ერთი რამ შემიძლია ვთქვა: ჩირო ფერარას გამოსამშვიდობებელი მატჩის შემდეგ ზლატანმა დამირეკა და მითხრა, რომ "ნაპოლიში" გადასვლა და კარიერის იქ დასრულება უნდოდა".

"იბრაჰიმოვიჩსა და ნეაპოლიტანელებს შორის ბევრი საერთოა. მათ მსგავსი მენტალიტეტი აქვთ",
- განაცხადა აგენტმა.

საბოლოოდ, ზლატანმა "წითელ ეშმაკთა" შემადგენლობაში გადასვლა არჩია.


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით