ჯიღაური იტალიურ კლუბში გადავა?

17-09-2016, 01:07

დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ნახევარმცველის, ჯაბა ჯიღაურის შეძენით რომის "ლაციო" ინტერესდება.

როგორც ცნობილია, რომაელები აქტიურად ადევლებდნენ თვალს ჯიღაურის გამოსვლას მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა ესპანელებს გასვლაზე სძლია. "ლაციოს" სკაუტები ავსტრიასთან შეხვედრასაც ესწრებოდნენ და ძალიან მოეწონათ ფეხბურთელის თამაში. სწორედ ამ თამაშის შემდეგ დაიწყო აქტიური განხილვა ჯიღაურის დასამატებლად და დიდი ალბათობით სულ მალე ქართველი ნახევარმცველი ცისფერ ფორმას მოირგებს.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა თბილისის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელია და საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში 2014 წლიდან ირიცხება.

წყარო: allsport.ge

საინტერესო

  • lahm16
  • 17 სექტემბერი 2016 01:29
dzalian magari iqneba ^_^
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით