აკაკი ხუბუტია "დინამოს" რიგებს შეუერთდა

17-09-2016, 13:34

საქართველოს ჩემპიონებმა დაცვის ცენტრალური ხაზის გაძლიერება 30 წლის გამოცდილი ფეხბურთელით გადაწყვიტეს.

როგორც თბილისის "დინამოს" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, კლუბის ხელმძღვანელობამ აკაკი ხუბუტიასთან ხელშეკრულება გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ ხუბუტიას საქართველოს ჩემპიონატში არასდროს უთამაშია. "დინამო" მისთვის პირველი ქართული კლუბია. აქამდე ის ისეთ ქვეყნებში თამაშობდა, როგორებიც რუსეთი, თურქეთი, საბერძნეთი, რუმინეთი და ლიტვაა.

ქართველი მცველი თბილისურ გუნდში 35 ნომრიან მაისურს მოირგებს.


საინტერესო

  • Sandro
  • 18 სექტემბერი 2016 02:34
ფაქტიურად აახალგაზრდავებენ გუნდს :D :D
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით