ოქრიაშვილი კალათბურთელების წარმატებას გამოეხმაურა

18-09-2016, 01:28

ევროპის 2017 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს ნაკრებმა წარმატებით დაასრულა. ილიას ზუროსის გუნდი სტუმრად მონტენეგროს დაუპირისპირდა და თბილისში 2 ქულით წაგებულ მატჩს 6 ქულიანი სხვაობით მოგებით უპასუხა (84:90) და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. თორნიკემ "ფეისბუქის" საშუალებით ჩვენს  კალათბურთელებს წარმატება მიულოცა და ისინი შეაქო.

"ბრავო ბიჭებს! პირველი ადგილი, გილოცავთ", - წერს ოქრიაშვილი.



  • tsandro
  • 18 სექტემბერი 2016 02:11
ოქრიი <3 მაგარი კაცია <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით