• 30-04-2024
    ნოიერი: "მსგავს ტრავმას ცოტა თუ გადაურჩებოდა"
    ნოიერი: "მსგავს ტრავმას ცოტა თუ გადაურჩებოდა"

    ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წინ, მანუელ ნოიერს 2022 წელს სათხილამურო ინციდენტის დროს მიღებული ტრავმა გაახსენეს, რა დროსაც გერმანელმა ფეხი მოიტეხა. 

    ამ დაზიანებაზე საუბრისას ნოიერმა თქვა: "არ ვიცი, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, ფეხბურთის თამაში რომ აღარ შემძლებოდა. სამედიცინო და სარეაბილიტაციო ჯგუფისთვის რომ გეკითხა, ვერ დაიჯერებენ, რომ აქამდე მოვედი და კვლავ ვთამაშობ." 

    "ვფიქრობ 10-დან მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანი თუ დააღწევდა თავს და გამოჯანმრთელდებოდა მსგავსი ტრავმისგან." განაცხადა "რეკორდმაისტერის" კარის დარაჯმა. 

    შეგახსენებთ, რომ 38 წლის ნოიერმა მიმდინარე სეზონში 28 მატჩში კარის 10-ჯერ მშრალად შენახვა მოახერხა, მათ შორის, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მან ლეგენდარული იკერ კალისასის რეკორდი მოხსნა და გახდა ტურნირის ისტორიაში ყველაზე მეტი მშრალად შენახული კარის მქონე მეკარე. ამ რეკორდის გაუმჯობესებას კი გერმანელი დღეს მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ შეეცდება.

    Facebook კომენტარები