კულიბალიმ ახალი კონტრაქტი გააფორმა

19-09-2016, 23:47

როგორც ჩანს, იტალიური "ნაპოლის" ცენტრალური მცველის, კალიდუ კულიბალის სატრანსფერო საგა დასრულდა.

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსის" ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა გასულ ზაფხულს ფრანგი მცველის შეძენის, მაგრამ კლუბმა ვერადა ვერ მოახერხა "ნაპოლისთან" შეთანხმების მიღწევა. ახლა კი ნეაპოლური კლუბის მფლობელმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ კალიდუმ "ნაპოლისთან" ახალ, ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

"მოხარული ვარ რომ გაცნობოთ, კალიდუ კულიბალიმ ხელი მოაწერა "ნაპოლისთან" და ის 2021 წლამდე ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავს." - დაწერა დე ლაურენტისმა თავის ოფიციალურ ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი მცველი 2014 წელს გადაბარგდა "ნაპოლიში", ბელგიური "გენკიდან" და უკვე 64 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.

საინტერესო

  • tsandro
  • 19 სექტემბერი 2016 23:49
იდეალური გადაწყვეტილება მიიღო
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით