5 დასამახსოვრებელი მატჩი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში

20-09-2016, 01:17

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისტორიაში ბევრი იმედგაცრუების გარდა ასევე ბევრი სასიხარულო და იმედისმომცემი შეხვედრა ჩაუტარებია. იყო არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი, რომელიც ახლაც და მომავალშიც გასახსენებლად აუცილებლად გვექნება. მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი ჩვენი ეროვნული გუნდის მიერ ჩატარებულ 5 ყველაზე დასამახსოვრებელ შეხვედრას.

5. საქართველო 5-0 უელსი (1994 წლის 16 ნოემბერი. ევრო 1996-ის შესარჩევი მატჩი)
 

ეს იყო შეხვედრა, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდი მესამე ოფიციალურ მატჩს ატარებდა და აქამდე ჯერაც უქულოდ მიდიოდა. მაგრამ ამ შეხვედრაში ჩვენმა ბიჭებმა მთელი სული და გული ჩადეს და როგორც იქნა მოვიდა ნანატრი პირველი ქულები, ოფიციალურ შეხვედრაში. ამ დროს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ნაკრების შენება იწყებოდა. გუნდში მართლაც გვყავდა რამდენიმე ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელი, როგორებიცაა ქინქლაძე, ქეცბაია, არველაძე, ცხადაძე, მაგრამ რა თქმა უნდა იმ შესარჩევ ეტაპზე ჩვენი ნაკრებისგან დიდ შედეგებს ფიზიკურად ვერ მოვითხოვდით. ამის მიუხედავად ბიჭებმა შეძლეს და საკმაოდ რთულ 6 გუნდიან ჯგუფში, ბულგარეთისა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების შემდეგ საპატიო, მესამე ადგილი დაიკავეს და დიდი მომავლის იმედი ჩაგვისახეს...

4. საქართველო 7-0 სომხეთი (1997 წ. ამხანაგური მატჩი)
 

ამხანაგური მატჩი, რომელსაც 30'000 ადამიანი დაესწრო და შეიძლება ითქვას რომ ჩვენი ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე კარგად ჩატარებულ შეხვედრად ითვლება. იმ დროს ჩვენი გუნდი საკუარ კედლებში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და ყველა, მეზობელი სომხების დიდი ანგარიშით დამარცხებას მოელოდა. გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. ეს შეხვედრა საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით მოგებული მატჩია. შეხვედრის გმირი კი შოთა არველაძე იყო, რომელმაც 5 გოლის გატანა მოახერხა. არც აქამდე და არც ამის შემდეგ ეროვნული ნაკრების მაისურით ასეთი შედეგი არავის გაუმეორებია. მის გარდა კი გოლები მიხეილ ყაველაშვილმა და გიორგი ქინქლაძემ გაიტანეს.

3. საქართველო 1-0 რუსეთი (2003 წლის 30 აპრილი)
 
ეს არის ერთ-ერთი იმ მატჩთაგანი, რომელიც ქართველებს მუდამ საამაყოდ გვექნება. ევრო 2004 წლის შესარჩევ ეტაპზე ჩვენი და რუსეთის ნაკრებები ერთ ჯგუფში მოხვდნენ, რაც რა თქმა უნდა თავიდანვე ნახევრად პოლიტიკურ დაპირსპირებადაც მოინათლა. გარდა ამისა ჩვენმა გუნდმა ის შესარჩევი ეტაპი ძალიან ცუდად დაიწყო და 3 ტურის შემდეგ მხოლოდ ქულა გვქონდა აღებული. ამის მიუხედავად 30 აპრილი ნამდვილ დღესასწაულად იქცა თბილისში. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, საქართველოს ნაკრებმა, მალხაზ ასათიანის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა პრინციპული მეტოქე და ამით მთელმა ქვეყანამ გაიხარა. სამწუხაროდ იმ შესარჩევ ეტაპზე ჩვენმა გუნდმა ბევრს ვერაფერს მიაღწია და 5 გუნდიან ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ის ეტაპი მაინც ტკბილად იქნება დასამახსოვრებელი.

2. ესპანეთი 0-1 საქართველო (2016 წლის 7 ივნისი)
 
მატჩი, რომელიც ახალი თაობის ყველაზე დასამახსოვრებელ შეხვედრებს შორის აუცილებლად შევა. დიდი ნაკრებები ხშირად მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატების დაწყებამდე სუსტ გუნდებს ირჩევენ სასპარინგოთ, რათა ბევრი ბურთის გატანა მოახერხონ და კარგი განწყობით გაემგზავრონ ტურნირებზე. ასევე ფიქრობდა ესპანეთის ნაკრების წელს, მაგრამ როგორც ჩანს ჩვენ ნაკრებთან შეხვედრა დიდ თავისტკივილად ექცათ. ამ მატჩამდე ჩვენს გუნდს ორი ამხანაგური მატჩი ქონდა გამართული, სადაც ერთმანეთზე უარესი ფეხბურთი აჩვენა და უკვე ძალიან ბევრი აკრიტიკებდა ვლადიმირ ვაისს. ბევრიც ამ მატჩში დიდი ანგარიშით დამარცხებას მოელოდა, მაგრამ მოხდა სასწაული და ჩვენმა ნაკრებმა ნამდვილი საფეხბურთო დღესასწაული შემოგვთავაზა. ქართველებმა გასვლაზე ესპანეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს, თორნიკე ოქრიაშვილის ერთადერთი გოლის წყალობით. ეს იყო დღე, რომელიც ნამდვილად ქართულ საფეხბურთო ისტორიაში შევა.

1. საქართველო 1-0 ხორვატია (2011 წლის 26 მარტი)
 
ეს იყო საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც თემურ ქეცბაიას მეთაურობით მშვენივრად ასპარეზობდა ევრო შესარჩევში და მატჩის წინაც დიდი იმედებით იყო ქართველი ხალხი აღვსილი. დინამოს სტადიონი რა თქმა უნდა ბოლომდე გაივსო. 26 მარტს თბილისში სრული საფეხბურთო ატმოსფერო იგრძნობოდა, რომელიც ჩვენი ეროვნული ნაკრების დიდი გამარჯვებით დაგვირგვინდა. ეს იყო შეხვედრა, რომელმაც ხალხს უდიდესი სიხარული მოანიჭა. უკვე 90-ე წუთი იყოდა როგორც ყოველთვის გულშემატკივრები დროზე ადრე ნელ-ნელა გადიოდნენ მოედნიდან. მაგრამ ამ დროს ჩვენმა ნაკრებმა შესანიშნავი შეტევა წამოიწყო. კალაძემ საჯარიმოში ჩაკიდა ბურთი, რომელიც მარცვალაძემ მიიღო, მან უკან დაუბრუნა კობიაშვილს და არის! უდიდესი ემოციის მომტანი გოლიც გავიდა! ეს იყო გოლი, რომელსაც შეეძლო ჩვენი საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად გაეყვანა დიდ ტურნირზე, ამ გოლის წყალობით ჩვენი ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილზე გადავიდა... მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ისტორიაში ხშირად ხდება, ახლაც იგივე დაგვემართა. დაიწყო არასტაბილურობა და საბოლოოდ მას შემდეგ ერთი შეხვედრაც ვერ მოვიგეთ. ის შესარჩევი ეტაპი კი საბოლოოდ მე-5 ადგილზე დავასრულეთ, მხოლოდ და მხოლოდ მალტის ნაკრების წინ. 

საინტერესო

  • davit96
  • 20 სექტემბერი 2016 01:22
კაი სტატიაა :) ყოჩაღ!
  • tsandro
  • 20 სექტემბერი 2016 01:26
ეხ, ხორვატიის მერე რა იმედები მქონდა :(
  • DavidFCB
  • 20 სექტემბერი 2016 14:26
ყველაზე მეტად საქართველო - ხორვატია დამამახსოვრდა მე
საქართველოს მაგარი გუნდი ყავდა 2011წლამდე
  • gamer
  • 17 აპრილი 2017 21:20
me xorvatia da espaneti
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით