"ოქროს ბურთის" დაჯილდოვების წესები შეიცვალა!

20-09-2016, 12:55

როგორც ცნობილი გახდა, "France Football"-ი და ფიფა "ოქროს ბურთის" დაჯილდოვებას ერთობლივად აღარ ჩაატარებენ. ფრაგულმა გამოცემამ დაანონსა, რომ მომავალი წლიდან ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელის ვინაობა ძველებური წესებით გაირკვევა.

"France Football"-ი 1956 წლიდან ავლენს წლის საუკეთსო ფეხბურთელის ვინაობას. ბოლო 6 წლის განმავლობაში გამოცემა ტიტულის მფლობელს ფიფასთან ერთად ასახელებდა, ახლა კი "ოქროს ბურთის" გამარჯვებულს კვლავ ჟურნალისტები დაასახელებენ და გამოკითხვაში მონაწილეობას აღარ მიიღებს ფიფას ყოველი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი.

როგორც ფრანგული გამოცემა იტყობინება, ჟურნალი ყოველ წელს გამოაქვეყნებს 30 კაციან სიას, რომელშიც ჯილდოს მიღების პრეტენდენტები შევლენ და აქედან არ გამოვლინდება 3 საუკეთესო ფეხბურთელი, როგორც უწინ. საბოლოო შედეგებს კი "France Football"-ი წლის ბოლოს გაავრცელებს, თუმცა დაჯილდოვების ცერემონია არ გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ფრანგულ გამოცემასთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ახალი ჯილდოს დაწესების პროექტზე მუშაობა დაიწყო, რომელიც, სავარაუდოდ, "ოქროს ბურთის" ანალოგი იქნება და იმ წესებით ჩატარდება, როგორც ბოლო წლების მანძილზე.

ცნობისათვის, ბრაზილიელი რიკარდო კაკა არის უკანასკნელი ფეხბურთელი, რომელიც "ოქროს ბურთს" და ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას დაეუფლა. მას შემდეგ ამ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო ინაწილებდნენ.


საინტერესო

  • tsandro
  • 20 სექტემბერი 2016 15:20
ჩემი აზრით სრული სისულელეა:)
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით