"ვალენსიამ" მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

20-09-2016, 23:52

სეზონის გახსნითი ოთხი მატჩის წაგების შემდეგ "ღამურებმა" მთავარი მწვრთნელი თანამდებოდიდან დაითხოვეს.

აიესტარანს კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2 წელი აკავშირებდა, მაგრამ ძალიან ცუდი სტარტის შემდეგ იგი გუნდიდან დროზე ადრე დაითხოვეს. როგორც ჩანს, ხელმძღვანელობისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა ბილბაოს "ატლეტიკთან" განცდილი საგარეო მარცხი. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა მთავარი მწვრთნელის დათხოვნა.

"დირექტორთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ამიერიდან "ვალენსიის" მთავარი მწვრთნელი პაკო აიესტარანი აღარ იქნება. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კლუბის მიერ ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით.

""ვალენსიას" მადლობას უხდის პაკო აიესტარანს კლუბში გაწეული მუშაობისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში." - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აიესტარანმა "მესტალიის" ბინადრები გასულ სეზონში ჩაიბარა, მას შემდეგ, რაც გუნდიდან გარი ნევილი დაითხოვეს, ასევე ცუდი შედეგების გამო.


საინტერესო

  • tsandro
  • 21 სექტემბერი 2016 02:44
აქამდე უნდა გაეგდოთ
  • GGMU
  • 21 სექტემბერი 2016 12:07
კარგი ფეხბურთელები ყავთ, იმედია ღირსეულ მწვრთნელს მიიწვევენ და შეცდომას აღარ დაუშვებენ.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით