აიესტარანი "ვალენსიადან" დათხოვნით უკმაყოფილოა

21-09-2016, 16:06

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ "ვალენსიამ" მთავარი მწვრთნელი, პაკო აიესტარანი დაითხოვა. ამის მიზეზი კი გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგები გახლდათ. დღეს კი 53 წლის სპეციალისტმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი დათხოვნა უსამართლო იყო და ის კვლავ იმსახურებდა შანსს.

"მე მჯერა ჩემი თავის და ამ სიტუაციიდან გამოსავალიც ვიცოდი. ჩემი დათხოვნის გადაწყვეტილება უსამართლო იყო. მე რა თქმა უნდა უკმაყოფილო ვარ ამ ყველაფრით. ახლა დროა გავაანალიზო ის შეცდომები, რათა მომავალში აღარ განმეორდეს იგივე."

"მიუხედავად ამ ყველაფრისა, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ამ ძალიან დიდი გამოცდილებისთვის. კლუბს წარმატებებს ვუსურვებ." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ პაკო აიესტარანი მესტალიაზე გასულ სეზონში, გარი ნევილის დათხოვნის შემდეგ მივიდა, მაგრამ წელს გამართული ოთხი შეხვედრიდან ოთხივეში მარცხის შემდეგ ის გუნდიდან დაითხოვეს.


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით