5 ფეხბურთის ვარსკვლავი, რომელთაც FIFA 17-ში ყაზაიშვილმა აჯობა

23-09-2016, 18:12

როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ EA SPORTS-მა გამოაქყეყნა FIFA 17-ის რეიტინგები, რომელშიც რა თქმა უნდა მოხვდა ჩვენი ქართველი ნახევარმცველი, ვაკო ყაზაიშვილი. მან საკმაოდ მაღალი, 76-იანი რეიტინგი მიიღო და არაერთ სახელოვან ფეხბურთელს აჯობა. აქ კი წარმოგიდგენთ იმ TOP 5 ფეხბურთელს, რომელთაც FIFA 17-ში ვაკოზე მაღალი შეფასება არ აუღიათ.

5. მუნირ ელ ჰადადი - რეიტინგი 74.
ესპანელი ფეხბურთელი, რომელსაც ერთ დროს დიდ მომავლს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ბოლო დროს უფრო და უფრო მოუკლო თამაშს. 21 წლის ფორვარდი კატალონიის "ბარსელონას" საკუთრებაა, ამჟამად კი ის "ვალენსიაშია" განათხოვრებული. ფეხბურთელის გამოსვლა კატალონიელებში კარგად დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ კონკურენციას ვერ გაუძლო და მოუწია კლუბის დატოვება.

მისი რეიტინგი გასულ წელს 73 იყო და როგორც ხედავთ ძალიან მცირე პროგრესი განიცადა.

4. კელი იჰეანაჩო - რეიტინგი 74

მანჩესტერ "სიტის" ნიგერიელი თავდამსხმელი, რომელიც ბოლო დროს ძალიან პროგრესირებს. ფეხბურთელი "ქალაქელთა" რიგებს გასულ წელს შეუერთდა და მალე ძალიან ბევრს დაამახსოვრა თავი. მისი ძირითადი ფუნქცია შეცვლიდან შემოსვლაა, რასაც იდეალურად ართმევს თავს. კელიმ მანჩესტერელთა რიგებში 1 წელიწადში უკვე 30 შეხვედრა ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მან აბსოლუტური უმრავლესობა მატჩებისა სათადარიგო სკამიდან დაიწყო, გამოვა რომ მართლაც საკმაოდ პროდუქტიული ფორვარდია.

იჰეანაჩოს რეიტინგი გასული წლის ფიფაში 67 იყო და მას შემდეგ საკმაოდ დიდი ნახტომი განიცადა წინ.

3. მარკო პიაჩა - რეიტინგი 76

21 წლის ხორვატი ფეხბურთელი, რომელმაც შესანიშნავი სეზონის შემდეგ ტურინის "იუვენტუსში" ამოყო თავი. ფეხბურთელს გასული წელი მართლაც შესანიშნავი ჰქონდა, მან ჯერ გუნდში ჩაატარა მშვენიერი სეზონი, ხოლო შემდეგ ნაკრებთან ერთადაც პატარა სიურპრიზი შემოგვთავაზა. ხორვატიელებმა ესპანეთის ნაკრები სწორედ მარკოს მეთაურობით დაამარცხეს ანგარიშით 2-1. ალბათ ამ შეხვედრამ გადააწყვეტინა "ბებერი სინიორას" მესვეურებს მისი დამატება.
აღსანიშნავია, რომ პიაჩა გასული წლის ფიფაში საერთოდ არ ყოფილა, ახლა კი უკვე 76-იანი შეფასება მისცეს.

2. მარკ ოლბრაიტონი - რეიტინგი 76

მარკ ოლბრაიტონს და მის "ლესტერს" გასული სეზონი მართლაც ზღაპრული ჰქონდათ. ბევრის აზრით გასავარდნად განწირულმა გუნდმა 2 წლის წინ ჯერ პრემიერლიგაში შეინარჩუნა ადგილი, გასულ სეზონში კი უკვე ამ ტიტულის მოგებაც კი შეძლო. ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი რა თქმა უნდა ოლბრაიტონიც იყო. ფლანგის ნახევარმცველმა პრემიერლიგის ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გუნდის ერთ-ერთ მთავარ ძალადაც იქცა.

მარკის გასული წლის ფიფას რეიტინგი მხოლოდ 71 გახლდათ. სეზონის ბოლოს ის პრემიერლიგის წლის გუნდშიც მოხვდა, ახლა კი უკვე რეიტინგი მთელი 5 ბალით გაეზარდა.

1. მარკუს რაშფორდი - რეიტინგი 76

ფეხბურთელი რომელიც ყველას გვაოცებს. რაშფორდი 2016 წლის თებერვალში პრაქტიკულად არსაიდან გაჩნდა "მანჩესტერელთა" ძირითად შემადგენლობაში და მალევე თამამად შეგვიძლია ვთქვათ გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. მან ევროპა ლიგაზე, პრემიერლიგაში და ინგლისის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლის გატანა პირველივე შეხვედრებში მოახერხა და აღაფრთოვანა საფეხბურთო მსოფლიო.

რაშფორდის შესახებ გასულ წელს ალბათ თავად მანჩესტერშიც ცოტამ თუიცოდა და რაგასაკვირია რომ მას ფიფაში შეფასება საერთოდ არ ქონია. ახლა კი უკვე 76-ა მისი რეიტინგი და დიდი ალბათობით წლების მომატებასთან ერთად მისი რეიტინგიც გაიზრდება.


საინტერესო

  • lahm16
  • 23 სექტემბერი 2016 23:52
vaaa vako naxe ra smile kissing_heart kissing_heart
  • Milanista21
  • 24 სექტემბერი 2016 01:58
ჯერ სად ხართ კიდე ბევრს აჯობებს
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით