ბალოტელი, ლუკაკუ და 8 ფეხბურთელი, რომელიც უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს

24-09-2016, 00:20

როგორც მოგეხსენებათ, თანამედროვე ფეხბურთში არის არაერთი ისეთი ფეხბურთელი, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს ფეხბურთს, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი მაინც არც თუ ისე მაღალი დონის გუნდებში ირიცხებიან. სტატიაში კი წარმოგიდგენთ სწორედ ასეთი ფეხბურთელების საუკეთესო 10ეულს.

10. ხერდან შაქირი ("სტოკი")
 
"სტოკ სიტის" ნახევარმცველი, რომელიც ბოლო წლებში საკმაოდ პროგრესირებს. შვეიცარიელმა ფეხბურთელმა კარიერა "ბაზელში" დაიწყო, რის შემდეგაც მიუნხენის "ბაიერნში" გადაბარგდა. შაქირიმ გერმანულ კლუბში საკმაოდ კარგად დაიწყო და თითქოს ის დიდ ტალანტადაც მოიაზრებოდა, მაგრამ გვარდიოლას მისვლის შემდეგ ყველაფერი აირია. ფეხბურთელს ჯერ "ინტერის", ხოლო შემდეგ "სტოკის" რიგებში გადაბარგება მოუწია. ამ უკანასკნელ გუნდში შაქირიმ საკმაოდ კარგად მოიკიდა ფეხი და შეიძლება ითქვას რომ გუნდის ლიდერიცაა. გარდა ამისა ის ნაკრებშიც საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ცოტა უცნაურია, თუ რატომ თამაშობს ის ასეთ უამბიციო გუნდში.

9. დრაქსლერი ("ვოლფსბურგი")


ახალგაზრდა და საკმაოდ პერსპექტიული გერმანელი ნახევარმცველი, რომელიც ერთ დროს მადრიდის "რეალის" სამიზნეც კი იყო, ახლა კი "ვოლფსბურგის" რიგებში ირიცხება. დრაქსლერი "შალკეს" აღზრდილია და გასულ წელს შეუერთდა მგლების რიგებს. ის საკმაოდ ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელია, გარდა ამისა შეიძლება ითქვას რომ თავის ასაკში გერმანიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მან გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობისას დაამტკიცა, რომ საკმაოდ მაღალ დონეზე შეუძლია თამაში. აქედან გამომდინარე გაუგებარია, თუ რატომ არ მიჰყავთ გერმანულ გრანდებს დრაქსლერი.

8. ვაკო ყაზაიშვილი (ვარშავის "ლეგია")

 
ქართველი ნახევარმცველი, რომელიც ბოლო დროს ნაკრების ერთ-ერთ მთავარ ლიდერად ჩამოყალიბდა. ის გასულ სეზონში "ვიტესის" უდაო ლიდერი იყო და მთლიანი თამაში მასზე იყო აწყობილი. მიმდინარე სეზონში კი ყველაფერი აირია და მთავარ მწვრთნელთან მცირე კონფლიქტის შემდეგ ის ვარშავის "ლეგიაში" გაანათხოვრეს. ვარშაველები, მიუხედავად იმისა, რომ ლიგაზე გამოდიან, წელს მაინც ძალიან ცუდ ფეხბურთს თამაშობენ და ევროასპარეზზე პირველი შეხვედრა 0-6 დათმეს, საკუთარ ლიგაში კი გასავარდნ ზონასთან ახლოს არიან. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ვაკოს არაერთი დასავლეთ ევროპული დიდი გუნდი იწვევდა, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმებას ვერცერთთან მიაღწია. ასე რომ იმედი ვიქონიოთ, რომ მალე მას უკეთეს გუნდში ვიხილავთ.

7. ტაისონი ("შახტარი")

 
როგორც მოგეხსენებათ, დონეცკის "შახტარს" ძალიან უყვარს ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელების ყიდვა, მათი მაღალი დონის მოთამაშეებად ქცევა და შემდეგ რომელიმე ევროპულ გრანდში გაშვება. მაგრამ ტაისონის შემთხვევა სხვანაირია. ის უკვე მეოთხე წელია დონეცკის გუნდში ირიცხება და შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის ჩემპიონატისთვის გადაიზარად. მან თამაშის ზენიტს გასულ სეზონში მიაღწია და ბევრი ფიქრობდა, რომ რომელიმე ევროპულ გრანდში გადაბარგდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა ის უკვე 28 წლისაა და ვნახოთ, რამდენად შეძლებს უფრო მაღალ დონეზე თამაშს.

6. ვიტსელი ("ზენიტი")

ბელგიელი ნახევარმცველი, რომელიც ერთ დროს უდიდეს ტალანტად ითვლებოდა, მაგრამ მან დიდ საფეხბურთო კარიერას ფული არჩია და რუსეთში წავიდა სათამაშოდ. იგი უკვე მეხუთე სეზონს იწყებს რუსეთის პრემიერლიგაში, თანაც ისე, რომ ყოველი სეზონის წინ მის წასვლას ვარაუდობენ, მაგრამ ის კვლავ "ზენიტში" რჩება. არადა 4 წელიწადში მან უკვე იმდენი ფული გამოიმუშავა, თავისუფლად შეუძლია შეეშვას დიდი ფულის კეთებას და რომელიმე დასავლეთ ევროპის გრანდში გადავიდეს.

5. დომინიკო ბერარდი ("სასუოლო")
"მილანის" ღამის კოშმარად წოდებული დომინიკო ბერარდი. უნიჭიერი ახალგაზრდა იტალიელი ტალანტი, რომელიც უფრო და უფრო უმატებს და დიდი ალბათობით სულ მალე მას რომელიმე დიდ გრანდში ვიხილავთ. ის უკვე რამდენიმე წელია "სასუოლოს" ლიდერად იქცა და ცოტა უცნაურია, რატომ არ დატოვა აქამდე კლუბი. არადა მას გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე არაერთი იტალიური გრანდი სთავაზობდა კონტრაქტს. წელს კარგად დაწყებული სეზონის შემდეგ მან ტრავმა მიიღო. ჯერ-ჯერობით უცნობია როდის დაბრუნდება ფეხბურთელი, მაგრამ თუ ისევე განაგრძო თამაში, როგორც ამას ტრავმის დაწყებამდე აკეთებდა, მაშინ ის აუცილებლად გადავა რომელიმე გრანდში.

4. მარიო ბალოტელი ("ნიცა")
მუდამ პერსპექტიული, მაგრამ ზარმაცი "სუპერმარიო". ჯერ კიდევ 4 წლის წინ 22 წლის ასაკში ის დიდ ევროპულ გუნდებსა და ნაკრებებს აზანზარებდა. მაგრამ მისი სიზარმაცის გამო ნელ-ნელა საქმეები უკან წავიდა და ახლა "ნიცას" ღირსებას იცავს. მიუხედავად იმისა, რომ მან ამ კლუბში გახსნა მოახერხა და ორიდან ორივე შეხვედრაში დუბლი გაიფორმა, მაინც ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ "ნიცა" არ არის მისი ნიჭის მქონე ფეხბურთელისთვის შესაფერისი კლუბი. მარიომ ამ გუნდში გადასვლამდე პირობა დადო, რომ სიზარმაცეს დაძლევდა და ორ სამ წელიწადში ოქროს ბურთს მოიგებდა. ასე რომ ვნახოთ, რამდენად შეძლებს პირობის შესრულებას.

3. დიმიტრი პაიე ("ვესტ ჰემი")
29 წლის ფრანგი ნახევარმცველი, რომელმაც გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და უამრავი გრანდის ყურადღება მიიპყრო, მაგრამ დიმიტრიმ ყველა უარით გაისტუმრა. არადა პრემიერლიგაში შესანიშნავად ჩატარებულ სეზონს, კიდევ უფრო კარგად ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი მოაყოლა და ბევრი ელოდა, რომ მას რომელიმე ინგლისურ გრანდში ვიხილავდით. არადა პაიე აღარც პატარა ბიჭია, რომ ვთქვათ ჯერ თავს იკავებს დიდ გუნდში გადასვლისგანო. მიმდინარე წელი "ჩაქუჩებისთვის" და თავად ფრანგისთვისაც არცთუ ისე კარგად დაიწყო და ვნახოთ, რამდენად ბევრი მსურველი ეყოლება მას მიმდინარე სეზონის ბოლოს.

2. რომელუ ლუკაკუ ("ევერტონი")

ახალგაზრდა და უნიჭიერესი ბელგიელი ფორვარდი, რომელზეც გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს ლონდონის "ჩელსი" ნადირობდა, მაგრამ ამაოდ. ლუკაკუ კვლავ "მერსისაიდულ" კლუბში დარჩა და შეიძლება სწორადაც მოიქცა, რადგან მისი გუნდი წელს ბრწყინვალედ გამოიყურება. "ევერტონმა" წელს ხუთი შეხვედრა ჩაატარა და აქედან 4 მოიგო და მხოლოდ 1 შეხვედრაში ითამაშა ფრე, თავად ლუკაკუს კი 4 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი. ყველაფერი ასე თუ გაგრძელდა დიდია შანსი იმისა, რომ ლუკაკუმ სეზონის ბოლოს ბრწყინვალე შედეგები დადოს და კიდევ უფრო დიდი გუნდების ყურადღება მიიქციოს.

1. კარლოს ბაკა ("მილანი")
 
ფეხბურთელი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ "მილანს" "ათრევს". კოლუმბიელი ფეხბურთელი იტალიაში გასულ წელს გადავიდა "სევილიადან" და მაშინვე გუნდის ლიდერად იქცა. თითქმის ყველა შეხვედრაში, რომელიც "მილანმა" მოიგო, კარლოს ბაკამ მოახერხა თავის გამოჩენა. გასულ ზაფხულს მას არაერთი ინგლისური გრანდი ეპატიჟებოდა და როგორც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თავად ფეხბურთელსაც ჰქონდა წასვლის სურვილი, მაგრამ "მილანმა" არ ისურვა მასთან განშორება. ბაკას თქმით, მას ძალიან სურს ევროტურნირებზე გამოსვლა, ხოლო "მილანის" შემადგენლობის გათვალისწინებით ეს რამდენად რეალურია ძნელი წარმოსადგენია. არადა ის უკვე 30 წლისაა და დროა რომელიმე გრანდს მიაშუროს.  

საინტერესო

  • lahm16
  • 24 სექტემბერი 2016 00:40
vetanxmebi, ubralod shaqiri debilia
  • Milanista21
  • 24 სექტემბერი 2016 01:53
ვაკოზე მართალია გაასწორა და ბაკა? hushed
  • torniek
  • 17 ოქტომბერი 2016 18:31
vakoze martla gaaswora
  • tsitadze
  • 18 დეკემბერი 2016 14:59
ავოე ავტორო სად ნახე ბაკას ნათრევი მილანი?ბონავენტურა, დონარუმა, რომანიოლი და სხვები ყვერებს იფხანენ მაგ დროს?

თუ არ უყურებ თამაშებს მილანისას სტატისტიკით ან სხვისგან გაგონილით ნუღა წერ
  • kala23
  • 21 დეკემბერი 2016 04:35
მილანზე დიდი გრანდი მითხარი კაცურად რა
ხახ ბაკააო ჩემიიი... ჩინეთის დროა უკვე მაგისათვის... astonished astonished mask sweat_smile
  • parroli.ge
  • 15 თებერვალი 2017 21:43
დრაქსლერი და ვიტსელი ნამდვილად იმსახურებს უფრო კარგ გუნდსჰი ყოფნას
smirk
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით