• 29-06-2023
    "რეალში" ფიქრობენ, რომ მბაპე "პსჟ"-ში დარჩება
    "რეალში" ფიქრობენ, რომ მბაპე "პსჟ"-ში დარჩება
    Author of the article
    Aa

    კილიან მბაპეს საგას დასასრული არ უჩანს.

    ყოველდღიურად მედიაში ერთმანეთის ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. მაგალითისთვის, ბოლო ინფორმაციის თანახმად, კილიანის მადრიდის "რეალში" ამ ზაფხულს მოსვლის შანსი ძალიან შემცირდა.

    მარიო კორტეხანას ინფორმაციით, მადრიდელები ფიქრობენ, რომ მბაპეს ტრანსფერის ალბათობა ძალიან დაბალია და იგი ამ წელს კვლავ "პარი სენ-ჟერმენში" დარჩება.

    შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტის ტოპ დონის თავდამსხმელის მოყვანა სურს, თუმცა საეჭვოა, რამდენად შეძლებს ამას კლუბი.

    Facebook კომენტარები