პრანდელი და "ვალენსია" შეთანხმდნენ!

28-09-2016, 22:38

აპენინურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი ჩეზარე პრანდელი კარიერას ესპანეთში, უმწვრთნელოდ დარჩენილ "ვალენსიაში" გააგრძელებს.

ლევანტელებმა ახალი სეზონი საშინლად დაიწყეს. პირველი 4 მატჩის წაგების  შემდეგ ხელმძღვანელებმა პაკო აიესტერანი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. "Sky Sport Italia"-ს ცნობით კი მათ 59 წლის იტალიელ სპეციალისტთან შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და რამდენიმე დღეში წარადგენენ კიდეც.

შეგახსენებთ, რომ გამოცდილი მწვრთნელი 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი კრახის გამო "სკუადრა აძურიდან" დაითხოვეს. მას შემდეგ პრანდელი თურქულ "გალათასარაის" თავკაცობდა, ახლა კი ესპანეთის ჩემპიონატში მუშაობის გამოცდილებასაც მიიღებს.

საინტერესო

  • levani25
  • 29 სექტემბერი 2016 02:27
ვალენსიაც აუყვავებია და ეგაა
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით