შევჩენკომ ყველა დროის საუკეთესო თერთემეტეული დაასახელა

30-09-2016, 00:06

"მილანისა" და ლონდონის "ჩელსის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ანდრეი შევჩენკომ თავისი ოცნების თერთმეტეული დაასახელა.

უკრაინის ეროვნული ნაკრების 40 წლის მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალ FourFourTwo-სთან საუბრისას ასეთი შემადგენლობა დაასახელა:

მეკარე: ბუფონი - "ფეხბურთელი რომელიც 38 წლის ასაკშიც ბრწყინვალეა. მე მასე 2003 წელს თერთმეტმეტრიანების სერიაში ვაჯობე, მაგრამ მან მანამდე უფრო რთული ბურთები ამიღო. ნამდვილად შეუდარებელია!"
დაცვა: მალდინი, ნესტა, ტერი, კაფუ - "
ეს იქნებოდა ნამდვილი გაუვალი კედელი. მე ოთხივე ფეხბურთელთან მაქვს ნათამაშები და მინდა გითხრათ, ისინი უბრალოდ საუკეთესოები არიან. ნამდვილი მებრძოლები და გუნდის ლიდერები. სწორედ ისეთი დაცვა, რომელზეც ყველა გუნდი იოცნებებდა."
ნახევარდაცვა: კაკა, ჯერარდი, ზიდანი, მესი - 
"ესენი არიან ფეხბურთელები, რომელთა ყოველი თამაში მაოცებდა და მაოცებს. ვფიქრობ, ჯერარდი და ზიდანი უბრალოდ დაუვიწყარ დუეტს შექმნიდნენ. რაც შეეხება კაკასა და მესის, მათი შემტევი არსენალი ამოუწურავია."
თავდასხმა: რონალდო, რუნი - "
ბრაზილიელი გენიოსი, რომლის მსგავსი თამაში არ მახსოვს. მისი ბრწყინვალე თამაში ყველაფერს ამბობს. მას შეეძლო მარტოს შეექმნა არაფრისგან მომენტი. რუნიზე კი შემიძლია ვთქვა, რომ თანამედროვე ფეხბურთში მისი მსგავსი ფორვარდი არ არსებობს. ის ყველაზე მუშა თავდამსხმელია რომელიც კი მახსენდება."

სულ კი შევჩენკოს თერთმეტეული გრაფიკულად ასე გამოიყურება:
 


საინტერესო

  • tsandro
  • 30 სექტემბერი 2016 00:07
რუნი არა რაშფორდი კიდე :დდდდ
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით