ოფიციალურად: სკრიბე "დინამოდან" წავიდა

30-09-2016, 20:20

ფრანგი გოლკიპერი საქართველოს ჩემპიონთა შემადგენლობაში აღარ იასპარეზებს.

დღეს თბილისის "დინამოს" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კლუბის რიგები ფრანგმა ლეგიონერმა, ანტონი სკრიბემ დატოვა.

28 წლის მეკარემ თბილისელთა მაისურით ცხრა შეხვედრის ჩატარება მოასწრო, თუმცა, როგორც გულშემატკივრებზე, ისე სამწვრთნელო შტაბზე ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და მისი გაშვება გადაწყდა.

როგორც "დინამოს" საიტზე წერენ, მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით