თვითერი მიუნხენის "ბაიერნს" "გაეხუმრა"

1-10-2016, 02:35

როგორც მოგეხსენებათ ოთხშაბათს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს მადრიდის "ატლეტიკო" და მიუნხენის "ბაიერნი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ კი თვითერი მიუნხენურ კლუბს ერთგვარად "გაეხუმრა". როგორც იცით ამ სოციალურ გვერდს აქვს შემდეგნაირი ფუნქცია: "ვინ უნდა გამოიწერო" და მიუნხენელთა ოფიციალურ გვერდს შეხვედრის შემდეგ "გამოსაწერად" სწორედ მადრიდელთა მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს გვერდი ამოუგდო.

შეგახსენებთ, რომ სიმეონეს "ატლეტიკომ" მიუნხენის ბაიერნი გასულ სეზონშიც დაამარცხა. მაშინ ეს კლუბები ლიგის 1/2 ფინალურ სტადიაზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით