პაკო: ""ბარსასთვის" არაერთ გოლს გავიტან"

1-10-2016, 16:00

კატალონიის "ბარსელონას" ახალწვეულ ფორვარდ პაკო ალკასერს სჯერა, რომ ის თავისი გუნდისთვის არაერთი გოლის გატანას მოახერხებს.

ესპანელმა ფორვარდმა გასულ სეზონში 15 გოლის გატანა მოახერხა და ახლა ფიქრობს, რომ ამ შედეგის გაზრდას მოახერხებს.

"რა თქმა უნდა რთულია ადგილის დამკვიდრება ისეთ ვარსკვლავებით სავსე გუნდში როგორიც "ბარსელონას" ჰყავს, მაგრამ ვფიქრობ, რომ გოლების გატანას შევძლებ. გასულ სეზონშიც მქონდა პრობლემა პირველი გოლის გატანასთან დაკავშირებით, მაგრამ ამის შემდეგ ყველაფერი კარგად წავიდა."

"გუნდი ყველაფერში მეხმარება და თავს მშვენივრად ვგრძნობ. "ბარსას" ფეხბურთელებს სხვისი დახმარება კარგად გამოსდით, ამიტომ ვფიქრობ, რომ წელს კიდევ უფრო ნაყოფიერი სეზონი მექნება შარშანდელთან შედარებით." - აცხადებს ესპანელი თავდამსხმელი.

შეგახსენებთ, რომ პაკო კატალონიურ გრანდს გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა "ვალენსიადან" 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ.


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით