ოფიციალურად: პრანდელი "ვალენსიას" თავკაცია!

1-10-2016, 18:54

"ვალენსიას" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, იტალიის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ჩეზარე პრანდელიმ ესპანურ კლუბთან 2018 წლის ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი და ორიოდ დღეში გუნდთან ერთად დაიწყებს მუშაობას.

იტალიელი სპეციალისტი ხვალ "მესტალიაზე" მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩს ტრიბუნებიდან ადევნებს თვალს, თავის პირველ შეხვედრას კი 16 ოქტომბერს ხიხონის "სპორტინგთან" გამართავს.

შეგახსენებთ, რომ გამოცდილი მწვრთნელი 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი კრახის გამო "სკუადრა აძურიდან" დაითხოვეს. მას შემდეგ პრანდელი თურქულ "გალათასარაის" თავკაცობდა, ახლა კი ესპანეთის ჩემპიონატში მუშაობის გამოცდილებასაც მიიღებს.


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით