რონალდოს და ზლატანის სპერმა! ნორვეგიული "გეგმა" უკეთესი საფეხბურთო თაობისთვის

6-10-2016, 18:58

ნორვეგიული კლუბის "ნორდსტრანდას" მთავარი მწვრთნელი ოლე ვიდარ ტოფტესუნდი საკმაოდ საინტერესო წინადადებით გამოვიდა. მისი განცხადებით, მან იპოვა გეგმა, რომლითაც მისი გუნდი 20 წელიწადში მსოფლიოს საუკეთესო კლუბად ჩამოყალიბდება.

ტოფტესუნდმა საკუთარ "ფეისბუქზე" გააკეთა ვიდეომიმართვა, სადაც მან ზლატანსა და კრისტიანო რონალდოს სთოვა არც მეტი არც ნაკლები თავიანთი სპერმის ჩუქება. დიახ დიახ, არაფერი გეჩვენებათ. აი რას წერს ტოფტესუნდი თავის ვიდეომიმართვაში:

"ჩემი სახელია ტოფტი. მე ვარ მწვრთნელი ნორვეგიის ჩრდილოეთ ნაწილიდან. მე ვწვრთნი ფეხბურთელებს უკვე 30 წელია, ჯამში კი 1000ზე მეტი ფეხბურთელი გამიწვრთნია. მაგრამ მათი უმრავლესობა ნამდვილად სუსტია. ზოგი მათგანი ძალიან ბებერი იყო, ზოგი მსუქანი და დიდი. ახლა კი მაქვს გეგმა, რომლითაც 20 წელიწადში "ნოსტრანდას" მსოფლიოს საუკეთესო გუნდად ვაქცევ. როგორ? მე ჩემი გუნდის ფეხბურთელების მეგობარ გოგოებს დავაორსულებ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების სპერმით. მანამდე კი თქვენი დახმარება მჭირდება. ვინმე ხომ არ იცნობთ ზლატანს ან რონალდოს? გთხოვთ გააზიაროთ ეს ვიდეო, მათთან საუბარი ძალიან მჭირდება." - აი ასეთი შინაარსის არის მისტერ ტოფტესუნდის ვიდეომიმართვა. ვნახოთ, გამოეხმაურებიან თუ არა მას ზემოხსენებული ფეხბურთელები.

 


საინტერესო

  • levani25
  • 7 ოქტომბერი 2016 01:51
აჰაჰა მაგარი იყო smile laughing
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით