რა უთხრა დავით ყიფიანს მწვრთნელმა, როდესაც პირველად "დინამოში" გადავიდა?!

6-10-2016, 17:00

როგორც მოგეხსენებათ ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა დავით ყიფიანმა საფეხბურთო კარიერა 35-ე სკოლაში დაიწყო. სწორედ 35-ე სკოლაში წარმატებული გამოსვლის შემდეგ იგი თბილისის "დინამოს" დუბლ შემადგენლობაში მიიწვიეს, მაგრამ თავდაპირველად ყველაფერი კარგად არ აეწყო.

დათოს "დინამოში" მისვლის შემდეგ მალევე მოუწია კლუბის დატოვება. ამის მიზეზი კი "დინამოელთა" მწვრთნელის კომენტარი გახლდათ.

"შენგან ფეხბ­ურთელი არ გამოვა, წადი, "სკრიპკას" მიხედეო"... - სწორედ ეს სიტყვები უთხრა "დინამოს" დუბლშემადგენლობის მწვრთნელმა გუნდში ახლად მისულ დავით ყიფიანს.

ამ სიტყვების გამო დათომ "დინამო" დატოვა და "ლოკომოტივში" გადავიდა, სადაც კიდევ უფრო დიდი მონდომებისა და მეტი ვარჯიშის წყალობით მოახერხა კვლავ "დინამოში" დაბრუნება და საფეხბურთო ისტორიაში საკუთარი სახელის ოქროს ასოებით ჩაწერა.

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით