რევიშვილი "დინამოს" მოთამაშეა

10-10-2016, 22:44

29 წლის ქართველი მეკარის მომავალი ცნობილია.

ნუკრი რევიშვილის ბოლო კლუბი სარანსკის "მორდოვია" იყო, რომელიც მან რამდენიმე კვირის წინ დატოვა, შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსი ჰქონდა და ახალ კლუბს ეძებდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქართველი გოლკიპერი კარიერას საქართველოს ჩემპიონთა შემადგენლობაში გააგრძელებს. ეს ინფორმაცია თავად "დინამოს" ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

რევიშვილისთვის "დინამო" პირველი ქართული კლუბი არაა. უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება მან ქუთაისის "ტორპედოსა" და გორის "დილაში" მიიღო.


საინტერესო

  • Sandro
  • 11 ოქტომბერი 2016 01:12
კარგი დამატებაა
  • levani25
  • 12 ოქტომბერი 2016 01:48
ვაა მაგარია.. ძლივს არ დაბრუნდა
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით