ბენტეკემ ახალი რეკორდი დაამყარა!

10-10-2016, 23:09

სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრა გიბრალტარისა და ბელგიის ნაკრებ გუნდებს შორის. ანგარიში 22-ე წუთისთვის უკვე 0:2-ია.

შეხვედრის პირველი გოლის ავტორი გახლდათ ბელგიელთა ფორვარდი კრისტიან ბენტეკე. მან მეტოქეთა კარის დალაშქვრა პირველივე წუთზე მოახერხა, რითაც რეკორდი დაამყარა. კერძოდ, მან გოლის გატანა ზუსტად მე-8 წამზე მოახერხა, რაც ყველაზე სწრაფი გოლია მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების ისტორიაში.

აქამდე ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი დავიდ გუალტიერი გახლდათ, რომელმაც 8.3 წამში მოახერხა ინგლისის კარის დალაშქვრა, 1993 წლის 17 ნოემბერს. საბოლოოდ ის შეხვედრა ინგლისელთა გამარჯვებით 7:1 დასრულდა.

 


საინტერესო

  • Sandro
  • 11 ოქტომბერი 2016 01:10
მაგარიდაცვაა :D
  • levani25
  • 12 ოქტომბერი 2016 01:47
სად გაუვარდათ laughing
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით