დროგბა ევროპაში ბრუნდება?

13-10-2016, 00:16

არ არის გამორიცხული, კოტ'დიუვარელი ფეხბურთელი აქტიურ ევროპულ ფეხბურთს დაუბრუნდეს.

მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსიში" დაბრუნების შემდეგ დიდიე დროგბამ შარშან ინგლისის დედაქალაქი კვლავ დატოვა და კარიერის გასაგრძელებლად კანადას მიაშურა, სადაც ის "მონრეალის" ღირსებას იცავს.

თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, კოტ'დიუვარელი ევროპაში კიდევ ერთხელ ვიხილოთ, ოღონდ ამჯერად "ნაპოლის" შემადგენლობაში, სადაც მას ადრე არასდროს უთამაშია.

როგორც ცნობილია, ნეაპოლიტანელები 38 წლის თავდამსხმელის გადაბირებას ეცდებიან, რადგან არკადიუშ მილიკი საკმაოდ მძიმედ დაშავდა და თავისი გუნდის დახმარებას მომდევნო სამი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

საინტერესო

  • tsandro
  • 13 ოქტომბერი 2016 00:47
საინტერესო იქნება
arada miliki rakarg formashi iyo codoa tipi, es kide wadi babu daisvene ragadros sheni evropaa
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით