მესი არგენტინის ნაკრებიდან იკარდის გაგდებას ითხოვს

14-10-2016, 00:39

როგორც უცხოური გამოცემები იტყობინებიან, არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი გუნდიდან მაურო იკარდის გაგდებას ითხოვს.

Debate Final-ს ინფორმაციით, მესიმ ეს მოთხოვნა ნაკრების მთავარ მწვრთნელს განუცხადა. როგორც იცით ლიონელი და მაქსი როდრიგესი საკმაოდ ახლო მეგობრები არიან. რაც შეეხება მაურისიო იკარდის, მან როდრიგესს შეიძლება ითქვას, რომ "ცოლი წაართვა".

ანუ მაქსის ყოფილ ცოლთან, ვანდა ნარასთან იკარდიმ რომანი მაშინ გააბა, როდესაც ის ჯერ კიდევ როდრიგესის მეუღლე გახლდათ. სწორედ ეს გახლავთ ლიონელ მესის მოთხოვნის საფუძველი.

შეგახსენებთ, რომ მესი და როდრიგესი არგენტინის ნაკრების ღირსებას ერთად 2005-დან 2014 წლამდე, 10 წლის განმავლობაში იცავდნენ.


საინტერესო

  • Sandro
  • 14 ოქტომბერი 2016 00:40
ამის ლოგიკით ტერი საერთოდ ფეხბურთიდან უნდა გაეშვათ :D :D
  • marusa
  • 14 ოქტომბერი 2016 15:19
არ შეესაბამება სიმართლეს. მტკნარი წყლის სიცრუეა
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით