ეს მატჩები ყველა ქართველ ქომაგს ახსოვს!

16-10-2016, 00:39

12 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგ მატჩს თბილისში, "დინამო არენაზე" მოლდოვას ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს. ქათველ გულშემატკივარს პირველი გამარჯვების ხილვის იმედი აქვს და ჩვენი ბიჭების ეიმედებათ, რომლებმაც ბოლო მატჩებში კარგი ფეხბურთი და ბრძოლის ხასიათი გამოიჩინეს.

სანამ მორიგი მატჩი გაიმართება, თვალი გადავავლოთ ჩვენი ნაკრების 5 გამორჩეულ შეხვედრას. დიდი წარუმატებლობების ფონზე ეს რამდენიმე ბრწყინვალე გამონათება დღემდე ახსოვს ნაკრების თითოეულ ქომაგს და მომავლის იმედის გაქრობის საშუალებას არ აძლევს.

5) ლიტვა - საქართველო 0:4 (2000 წლის 7 ოქტომბერი, მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა კაუნასში)
მაშინაც საქართველოს ნაკრები ახალ შესარჩევ ციკლს იწყებდა და ძოძუაშვილი-ყიფიანის ტანდემის ქართველ გულშემატკივარს ძალიან ეიმედებოდა. ისიც უნდა ითქვას, რომ იმ დროისთვის ჩვენს ნაკრებში ნამდვილი ოქროს თაობა გამოდიოდა. ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, გიორგი ნემსაძე, მიხეილ ყაველაშვილი, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, გოჩა ჯამარაული, ძმები არველაძეები და სხვები ნამდვილად იყვნენ იმ კალიბრის მოთამაშეები, რომელთაც საქართველოს დიდ სანაკრებო ფორუმზე გაყვანა შეეძლოთ. ციკლიც რიხიანად დავიწყეთ, კაუნასში პირველი ტაიმი ქეცბაიას დუბლით მოვიგეთ, მეორე ნახევარში ბალტიისპირელთათვის გამანადგურებელი ანგარიში ტაბლოზე გიორგი ქინქლაძემ და არჩილ არველაძემ აანთეს. ამ წარმატების შემდეგ საქართველოს ნაკრები კიდევ დიდხანს ვერ ახერხებდა ოფიციალურ შეხვედრაში წარმატების მიღწევას. იმედი იმედად დარჩა.

4) საქართველო - სომხეთი 7:0 (1997 წლის 30 მარტი, ამხანაგური შეხვედრა თბილისში)
თაობა, რომელზეც ზევით ვისაუბრე, ძირითადად სწორედ იმ დროს იწყებდა, როდესაც ჩვენს დედაქალაქს მეზობელი სომხეთის რესპუბლიკის ნაკრები ეწვია. მაშინ დაფიქსირებული ანგარიში დღემდე რჩება ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგად, მსგავსი სხვაობით არც იქამდე და არც იმის შემდეგ არცერთი გუნდი არ დაგვიმარცხებია. სომეხთა განადგურებაში უდიდესი წვლილი არველაძეებმა დაიდეს, შოთამ ჰეთთრიქი შეასრულა, ხოლო არჩილმა დუბლი გაახერხა. ძმების მიერ გატანილ 5 გოლს 2-იც მიხეილ ყაველაშვილმა და გიორგი ქინქლაძემ დაუმატეს.

3) საქართველო - რუსეთი 1:0 (2002 წლის 30 აპრილი, 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა თბილისში)
მალხაზ ასათიანის გოლს ქართველების უმეტესობა დღესაც განსაკუთრებული სიამაყით იხსენებს. ევროპის 2004 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყა ისე წარიმართა, რომ პოლიტიკურად დაპირისპირებული მეზობლები ერთ ჯგუფში აღმოჩნდნენ. "მიხეილ მესხი" 30 აპრილს ბოლომდე გაივსო, ხოლო მატჩის შემდეგ ზეიმი თბილისის ქუჩებში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ისიც უნდა ითქვას, რომ მაშინ რუსეთი სუსტ გუნდად ნამდვილად არ ითვლებოდა, ამის დასტურად მხოლოდ იმის გახსენებაც კმარა, რომ ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა ერთი წლით ადრე კორეა-იაპონიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა.

2) ესპანეთი - საქართველო 0:1 (2016 წლის 7 ივნისი, ამხანაგური შეხვედრა მადრიდში)
დიდი სანაკრებო ფორუმების წინ მსოფლიო ფეხბურთის გრანდები სასპარინგოდ შედარებით იოლ მეტოქეებს ირჩევენ და ჩემპიონატებზე დადებით განწყობაზე მიდიან ხოლმე. იმავეს გაკეთებას ესპანეთის ნაკრებიც აპირებდა, თანაც ვლადიმერ ვაისის გუნდი მადრიდში ისე ჩავიდა, რომ წინა 2 ამხანაგური შეხვედრა სლოვაკეთთან (1:3) და რუმინეთთან (1:5) პირწმინდად დათმო. ესპანეთის დედაქალაქში ყველაფერი ქართველებისთვის იდეალურად წარიმართა, მე-40 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა ჩვენი ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, ხოლო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი კონტინენტის პირველობაზე დაფიქრიანებული გაუშვა. იმ დღეს ყველა საქართველოს ნაკრებზე საუბრობდა.

1) საქართველო - ხორვატია 1:0 (2011 წლის 26 მარტი, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა თბილისში)
90-ე წუთი, გადავსებული ეროვნული სტადიონი, იმედით სავსე ქომაგი და კობიაშვილის ჯადოსნური გასროლა. 26 მარტს ყველა დიდი იმედით ელოდა, საქართველოს ნაკრებმა თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით 2010 წელი წაუგებლად ჩაამთავრა და ევროპულ ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს საგრძნობლად გაიზრდიდა, თუ თბილისში ხორვატიის ნაკრებს მოუგებდა. იმ დროისთვს სლავენ ბილიჩის გუნდი ფიფას რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებდა, თუმცა ქართველი გულშემატკივარი მხოლოდ გამარჯვებას ელოდა. ასეც მოხდა, ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე წასვის პესპექტივა კიდევ უფრო რეალური გახდა, თუმცა ამის შემდეგ მოხდა ის, რაც ყოველთვის ხდება ხოლმე, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მხოლოდ მე-5 ადგილი დაიკავა და მხოლოდ მალტის ნაკრებს გაასწრო.

საინტერესო

  • levani25
  • 16 ოქტომბერი 2016 19:57
ხორვატიასთა მოგება დაუვიწყარი იყო
  • Milanista21
  • 16 ოქტომბერი 2016 20:06
იმედია მოლდოვას 5-0-ს მოვუგებთ და ამ სტატიაში პირველ ნომრად დაწერთ laughing
ვაფშე ის სად არის საქართველომ ადრე თასების მფლობელთა თასი რო აიღო გერმანია რო დაამარცხა 2.1–ით
  • prasveta
  • 20 აგვისტო 2017 04:29
iseti patarebi xart amis shemdgeni ro welstan mogebuli 5 : 0 aravis gaxsovt?

ციტატა: levani25
ხორვატიასთა მოგება დაუვიწყარი იყო

ki dzmao es ragac saocreba iyo... sarbeni bilikebidan vuyurebdi mag tamashs im golis mere albat qalaqis sammartvelos yvela menti myavs gadakocnili :P :)))))))))))))))))))))

tasebis tasi dinamom aigo da ara nakrebma..
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით