საშინელი ტრავმა: "შალკეს" ემბოლო 5-6 თვით გამოაკლდა

16-10-2016, 20:05

როგორც მოგეხსენებათ გუშინ გაიმართა ბუნდესლიგის შეხვედრა გერლზერკიხენის "შალკესა" და "აუგსბურგს" შორის რომელიც ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მატჩის მიმდინარეობისას მასპინძელთა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ბრილ ემბოლომ სტუმართა ბერძენი მცველის, კოსტანტინოს სტაფილიდისის ვარდნის შემდეგ საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო და შესაცვლელი შეიქნა.

დღეს კი ოფიციალურად დადგინდა მისი ტრავმის სიმწვავე და ექიმებმა მას სამწუხარო დიაგნოზიც დაუსვეს. შვეიცარიელი ფორვარდი მინიმუმ 4 თვე ვერ შეძლებს მოედანზე გამოსვლას. ამ მძიმე ტრავმას გამოეხმაურა ბერძენი მცველი, რომელმაც 19 წლის ფეხბურთელს ბოდიში მოუხადა:

"დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო ემბოლოსა და "შალკეს". ჩემი თამაშის სტილი მუდამ აგრესიული და ბურთისთვის მებრძოლია, მაგრამ არასოდეს მიფიქრია ვინმესთვის ტრავმის მიყენება. იმედი მაქვს ემბოლო მალე დაუბრუნდება მწვანე მინდორს." - აცხადებს სტაფილიდისი.

შეგახსენებთ, რომ ემბოლო გერმანულ კლუბში გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ.


საინტერესო

  • levani25
  • 17 ოქტომბერი 2016 01:32
შალკე დაქვეითდება მგონი წელს
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით