თბილისის "დინამო" ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს!

17-10-2016, 12:18

15 ოქტომბერს, საქართველოს ჩემპიონატში ლანჩხუთის "გურიამ" საკუთარ კედლებში თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმის მიწურულს გიორგი პაპუნაშვილმა თანაგუნდელ რენე ფეიერიას რაღაც მიაძახა, რამაც  ბრაზილიელი გააღიზიანა და და პირდაპირ ხელების ქნევით წავიდა მისკენ. საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა, რის გამოც მთავარმა არბიტრმა ორივე მათგანი მოედნიდან გააძევა და "დინამო" 9 კაცით დატოვა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით კლუბის ხელმძღვანელობა ოფიციალურ განცხადებას აკეთებს:


"დინამო თბილისის" ხელმძღვანელობა აღშფოთებულია ლანჩხუთში მომხდარი ინციდენტით, გმობს "დინამოელი" ფეხბურთელების, რენე სანტოსისა და გიორგი პაპუნაშვილის საქციელს. კლუბში შედგება მომხდარი ფაქტის დეტალური განხილვა და ორივე მოთამაშე უმკაცრესად დაისჯება. აქვე გვინდა აღფრთოვანება გამოვხატოთ იმ მოთამაშეების მიმართ, რომლებიც თანაგუნდელთა ქცევის გამო ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ, არ დაიბნენ, უმოკლეს დროში შეძლეს მობილიზება და მატჩის დადებითი შედეგით დასრულება", - წერია კლუბის განცხადებაში.

© FCDinamo.Ge

საინტერესო

  • levani25
  • 18 ოქტომბერი 2016 02:17
ვაბშე გააგდეთ ის ბრაზილიელი smile
  • tokaa
  • 28 ოქტომბერი 2016 19:37
ციტატა: levani25
ვაბშე გააგდეთ ის ბრაზილიელი smile

da vin unda dadges xubutia?
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით