მანჩესტერელები ფაბინიოსთვის იბრძვიან

22-10-2016, 15:09

როგორც ჩანს "მონაკოს" 22 წლის მცველ ფაბინიოს საფრანგეთში დიდხანს დარჩენა არ უწერია და სულ მალე იგი დიდ ბრიტანეთს, კერძოდ კი ქალაქ მანჩესტერს მიაშურებს.

ფაბინიო ბოლო დროს სულ უფრო და უფრო უმატებს, რაც რა თქმა უნდა არ გამორჩენიათ ევროპულ გრანდებს. გამოცემა SUN-ის ინფორმაციით, ორი ბრიტანული გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" ერთმანეთს ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენაში ეცილებიან.

"ქალაქელთა" თავკაცი პეპ გვარდიოლა 22 წლის ნახევარმცველში იმ თვისებებს ხედავს, რაც მის გუნდს ამჟამად აკლია. აქედან გამომდინარე მან შეიხებს სასწრაფოდ მისი შეძენა მოსთხოვა, თუმცა საქმე ასე იოლი როდი იქნება. ფაბინიოს შეძენა ასევე ჟოზე მოურინიოსაც სურს. "მანჩესტერში" მარჯვენა მცველის პრობლემა ბოლო დროს მკვეთრად გამოიკვეთა და სწორედ ამ მიზნით სურს პორტუგალიელს "მონაკოს" მცველის შეძენა.

შეგახსენებთ, რომ ფაბინიო ფრანგულ კლუბში 2013 წელს "რიუ ავედან" გადავიდა და იჯარის წესით 2 წელი გაატარა. გასულ წელს კი "მონაკომ" უკვე მთლიანად გამოისყიდა ბრაზილიელი მცველის სატრანსფერო უფლებები.


საინტერესო

  • levani25
  • 24 ოქტომბერი 2016 01:39
არამგონია ამისგან ვარსკვლავი დადგეს
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით