"იუნატედში" დიდ წმენდას მოელიან

25-10-2016, 22:44

როგორც ჩანს, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი მომავალ სატრანსფერო ბაზარზე გუნდში დიდი წმენდის ჩატარებას გეგმავს.

ბრიტაული გამოცემა The Indepedent-ის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო აპირებს, რომ იავნარში რამდენიმე ფეხბურთელი გაუშვას. მათ შორის პირველი მემფის დეპაის კანდიდატურა განიხილება. დიდი ალბათობით ჰოლანდიელი ნახევარმცველი იტალიის დედაქალაქს მიაშურებს და "რომას" ღირსებას დაიცავს. დეპაის გარდა სავარაუდოდ ასევე იტალიაში გაემგზავრება მცველი მატეო დარმიანი, რომლის შეძენის დიდ სურვილსაც მილანის "ინტერი" გამოთქვამს.

ზემოხსენებული მოთამაშეების გარდა "ოლდ ტრაფორდს" დიდი ალბათობით ბასტიან შვაინშტაიგერიც დატოვებენ და მორგან შნეიდერლინი. ამ უკანასკნელის ბედი ჯერ-ჯერობით უცნობია. რაც შეეხება გერმანელ ნახევარმცველს, ის სავარაუდოდ კარიერას "მლს"-ში გააგრძელებს.


საინტერესო

  • Sandro23
  • 25 ოქტომბერი 2016 22:49
მილანს დახატავდა მემფისი
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით