კრისტიანოს მორიგი მიღწევა

26-10-2016, 15:34

როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ ფიფამ დაასახელა იმ 30 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც 2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებს. რა თქმა უნდა ამ სიაში მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრისტიანო რონალდოც მოხვდა. იგი წელს ერთ-ერთ მთავარ ფავორიტადაც განიხილება.

30 კაციან სიაში მოხვედრის შემდეგ კი რონალდომ კიდევ ერთ საოცარ შედეგს მიაღწია. იგი პირველი ფეხბურთელია, რომელიც ზედიზედ 13-ჯერ მოხვდა ფიფას ოქროს ბურთის პრეტენდენტთა გაფართოებულ სიაში. აქამდე ასეთი შედეგი ჯერ არავის ქონია. პორტუგალიელი შემტევი პირველად 2004 წელს მოხვდა ზემოხსენებულ სიაში და მაშინ საკმაოდ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად საპატიო, მე-12 ადგილი დაიკავა. იმ წელს საუკეთესო ფეხბურთელად უკრაინელი ანდრეი შევჩენკო აღიარეს. რაც შეეხება რონალდოს პირველ ოქროს ბურთს, ეს ტიტული მანდ 2008 წელს მიიღო, როდესაც მანჩესტერ "იუნაიტედთან" ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მართლაც საოცარი სათამაშო წელი ჩაატარა. მას შემდეგ პორტუგალიელმა კიდევ 2 ოქროს ბურთის მოგება შეძლო 2013 და 2014 წლებში.

რაც შეეხება რონალდოს მთავარ კონკურენტს ამ სტატისტიკაში, ეს გახლავთ კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი. ლეგენდარული თავდამსხმელი პირველად 2006 წელს მოხვდა ოქროს ბურთის პრეტენდენტთა სიაში და მას შემდეგ ზედიზედ მე-11 წელია ამ პრიზის ფავორიტთა შორის სახელდება. მესიმ აქამდე 5-ჯერ შეძლო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვება და წელს კრისტიანო რონალდოსთან ერთად ისიც მთავარ ფავორიტად მიიჩნევა.

საინტერესო

  • CulDridista
  • 29 ოქტომბერი 2016 14:25
აბა შენ იცი! ახლა მაინც მოიგეეე laughing heart_eyes
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით