"ინტერი" რუნის შეძენას ეცდება

26-10-2016, 18:44

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე, იტალიური "ინტერი" შეეცდება უეინ რუნის გადაბირებას.

31 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა დაკარგა ადგილი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში, ამასთანვე ის განიხილება კლუბის დატოვების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად. უეინის შეძენით ასევე რამდეიმე ჩინური კლუბია დაინტერესებული და ისინი "მანჩესტერ იუნაიტედს" კოლოსალურ თანხას სთავაზობენ ინგლისელის სანაცვლოდ.

ამჟამინდელი კონტრაქტი რუნის "წითელ ეშმაკებთან" 2019 წელს ეწურება. მიმდინარე სეზონში რუნიმ ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო.


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით