"ვალენსიას" ქომაგი: "ჩემმა ცარიელმა ბოთლმა "ბარსას" 5 ფეხბურთელი წააქცია"

26-10-2016, 19:59

გასულ კვირაში "ვალენსიასა" და კატალონიის "ბარსელონას" შეხვედრის ბოლო წუთზე ერთი ინციდენტი მოხდა. მას შემდეგ რაც სტუმართა არგენტინელმა ფორვარდმა გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და გუნდს გამარჯვება მოუტანა, მან და მისმა თანაგუნდელებმა ერთად აღნიშნეს გამარჯვება. ამ დროს კი მასპინძელთა ქომაგთა მხრიდან დაიწყო "ბარსელონას" ფეხბურთელების მიამრთულებით სხვადასხვა ნივთების სროლა.

"ვალენსიელთა" ერთ-ერთმა ქომაგმა კატალონიელ ფეხბურთელებს ბოთლი ესროლა, რომელიც ზუსტად "მიზანში" მოხვდათ და ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი წაიქცა. მატჩის შემდეგ ქომაგმა მომხდარზე კომენტარი გააკეთა:

"მე რა თქმა უნდა ვნანობ. ეს არ იყო საქციელი, რომელიც მე ან "ვალენსიას" ფანებს გვახასიათებს. როდესაც თერთმეტმეტრიანი დაინიშნა მე ძალიან გავნერვიულდი. როდესაც მესი გოლს ჩვენს თვალწინ აღნიშნავდა, გარდა ამისა ნეიმარი პროვოცირებდა ქომაგების წინ, დავინახე ჩემს ქვევით ბოთლი ეგდო, რომელიც სულ ცარიელი იყო. სწორედ ამ დროს გადავწყვიტე რომ მესროლა ეს საგანი. ჩემმა ცარიელმა ბოთლმა "ბარსელონას" 5 ფეხბურთელი წააქცია."

"კატალონიური გუნდის წევრებს ბოდიშს ვუხდი, მე კი განვაგრძობ ჩემი საყვარელი გუნდის ქომაგობას სიკვდილამდე." - აცხადებს "ვალენსიას" 17 წლის გულშემატკივარი.


საინტერესო

  • tsandro
  • 26 ოქტომბერი 2016 20:34
მაგარი კაცია :დდდდ
  • Vaka_1
  • 27 ოქტომბერი 2016 12:37
Maskerano da Suarezi ai arvici ra ra vtkva.
Ubralod am sakcuelistvis 6 tvian diskvalipikacias imsaxureben.
Aest binzur pexburtelebs ro vxedav guli mereva!
mask
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით