ანანიძეს “ინტერი“ ეპატიჟება?

27-10-2016, 00:18

მოგეხსენებათ, ანანიძეს მოსკოვურ კლუბთან მიმდინარე კონტრაქტს ვადა 2017 წლის ზაფხულში გასდის, რაც იმის შანსს, რომ მან იანვარში კლუბი გამოიცვალოს, ერთიორად ზრდის. ქართველს საინტერესო შემოთავაზებებიც აქვს, თუმცა ჯერ საქმე "სპარტაკთან" არის მოსაგვარებელი.

როგორც რუსულ პრესაში წერენ, ქართველ ნახევარმცველს მოსკოველების შეთავაზება არ მოეწონა და განახლებულ წინადადებას ელის, ამის შემდეგ კი ევროპული კლუბების წინადადებების განხილვას დაიწყებს.

ჯერჯერობით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის, მაგრამ არსებობს ჭორები, რომ შესაძლოა ჯანო იტალიის ჩემპიონატში, კერძოდ კი მილანის" ინტერის" რიგებში ვიხილოთ. როგორც ჩანს, "ნერაძულის" მხრიდან ინტერესი არის და იანვარში მოლაპარაკებების დაწყებასაც გეგმავენ.

საინტერესო

  • lahm16
  • 27 ოქტომბერი 2016 00:34
არამგონია მარა დაველოდოთ. ჩემი აზრით, რომელიმე ესპანური პატარა გუნდი წაიყვანს innocent
  • tsandro
  • 27 ოქტომბერი 2016 01:38
მოშორდეს ამ რუსეთს რაიქნება
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით