ევრა "ნაპოლისთან" არ ითამაშებს

28-10-2016, 00:46

ტურინის "იუვენტუსის" ფრანგმა მცველმა, პატრის ევრამ "სამპოდორიასთან" თამაშისას ტრავმა მიიღო, შეხვედრა "ბებერი ქალბატონის" გამარჯვებით დასრულდა 4-1.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაში არ იყო და მან ტრავმა კვლავ გაიმიზეზა. ევრას მატჩის მე-40 წუთზე მოუწია მოედნის დატოვება და მის ნაცვლად მინდორზე ალექს სანდრო შემოვიდა.

ცნობილი გამოცემის, Premium Sport-ის ცნობით პატრისს ფეხის კუნთების ტრავმა აწუხებს. გამოცემის ცნობით ტრავმა სერიოზული არ არის. წინასწარი ინფორმაციით ევრა მხოლოდ შაბათს თასზე "ნაპოლის" წინააღმდეგ ვერ შეძლებს თამაშს.

მიმდინარე სეზონში ფრაგმა მცველმა ყველა ტურნირზე "იუვენტუსის" მაისურით 6 მატჩი ჩაატარა.

საინტერესო

  • hovden
  • 28 ოქტომბერი 2016 00:46
manchesteridan casvlis mere megona ro magali donis kariera agar ekneboda kargad moergo juves
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით