რომში ედინ ჯეკოს სახლი გაქურდეს

28-10-2016, 15:06

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბოსნიელი თავდამსხმელის, ედინ ჯეკოს სახლი გაძარცვეს.

როგორც გამოცემა  Gazzetta dello Sport იუწყება, შემთხვევა ოთხშაბათს საღამოს დაფიქსირდა. ამ მომენტში "რომა" "სასუოლოსთან" მართავდა შეხვედრას და მასპინძელთა რიგებში რა თქმა უნდა ჯეკოც თამაშობდა. გამოძიების ცნობით, მძარცველებმა სახლიდან 500 ევრო და რამდენიმე ძვირადღირებული ჩანთა წაიღეს.

წყაროს ინფორმაციით, ძარცვის დროს სახლში ფეხბურთელის ცოლი და ბავშვები იმყოფებოდნენ, თუმცა მათ თვითონ მძარცველები არ დაუნახავთ. ჯეკოს ცოლმა ხმაური გაიგონა და მაშინვე პოლიციაში დარეკა.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც "რომას" ფეხბურთელს ქურდავენ. აქამდე ასეთი შემთხვევა რაჯა ნაინგოლანს, ჟერემი მენეზს, სეიდ დუმბიას და ხუანს დაემართათ, რომაულ კლუბში ასპარეზობის დროს.


საინტერესო

  • levani25
  • 29 ოქტომბერი 2016 02:22
500 ევროზე მეტი არ ქონდა ? smile
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით