თბილისის "დინამო" ლიაიმ მურის დამატებას ეცდება?!

29-10-2016, 23:53

მართალია ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის, მაგრამ ჭორების დონეზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის "დინამოს" ახალ თავკაც ვიაჩესლავ გროზნის ინგლისური "ლესტერის" მფლობელობაში მყოფი ფეხბურთელის დამატება სურს.

საუბარია 23 წლის მცველ ლიაიმ მურიზე, რომელიც არენდის წესით "ბრისტოლ სიტიში" თამაშობდა ახლა კი პრემიერ ლიგის გასული სეზონის ჩემპიონების რიგებში ირიცხება, თუმცა სათამაშო დრო თითქმის არ აქვს და იანვარში მისი გასხვისების საკითხი დღის წესრიგში დგას.

როგორც ბრიტანულ პრესაში წერენ, სიტუაციით სარგებლობა სურს თბილისური კლუბის მესვეურებს და ფეხბურთელის ნახევარი წლით იჯარით დამატებას გეგმავენ. აღსანიშნავია, რომ ზაფხულში "დინამოს" 1 მილიონ ევროდ მისი გამოსყიდვის უფლების დატოვებაც უნდა.

მური ოთარ კაკაბაძის წასვლით გამოწვეულ სიცარიელეს შეავსებს, თანაც არ არის გამორიცხული, რომ ქართული კლუბი უჩა ლობჟანიძემაც დატოვოს, ამიტომ ინგლისელისნაირი უნივერსალი მცველი (თამაშობს ცენტრშიც და მარჯვენა ფლანგზეც) "დინამოს" ნამდვილად წაადგება.

აქვე გეტყვით, რომ "Footballnews.Ge"-ს გუნდი ამ ინფორმაციის გადამოწმებას თბილისური კლუბის პრესსამსახურში ეცდება და ძალიან მალე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაციას მოგაწვდით.


საინტერესო

  • levani25
  • 30 ოქტომბერი 2016 01:37
დიდი ვერაფერი ვინმე იქნება
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით