რონალდო: "იმედი მაქვს, თქვენც ჩემსავით ისიამოვნებთ"

1-11-2016, 00:16

დღეს მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო ფოტო განათავსა.

როგორც მოგეხსენებათ, 31 წლის ფეხბურთელი გატაცებულია პირადი მოხმარების ნივთების გამოშვებით. მაგალითად მან უკვე გამოუშვა საკუთარი ბრენდის სუნამოები, მამაკაცის საცვლები და მრავალი სხვა მსგავსი სახის ნივთები. ამჯერად კი რონალდომ თავისი ბრენდს ფეხსაცმელების წარმოებაც დაუმატა.

პორტუგალიელმა ფორვარდმა საკუთარ "ფეისბუქზე" თავისი პირველი ფეხსაცმელი წარუდგინა შემდეგი წარწერით:

"ნება მომეცით წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი, მომხიბვლელი CR7 ფეხსაცმელები FW16 კოლექციიდან. იმედი მაქვს თქვენც ჩემსავით ისიამოვნებთ." - წერს რონალდო სოციალურ ქსელში.
 


საინტერესო

  • levani25
  • 1 ნოემბერი 2016 02:13
100 მილიონ ფეხაცმელს მაინც გაყიდის
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით