ოფიციალურად: დე ბური "ინტერიდან" დაითხოვეს

1-11-2016, 15:54

დღეს მილანის "ინტერის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა ყველასთვის მოსალოდნელი ამბავი. კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი, ფრანკ დე ბური დაითხოვა.

"გვინდა გაცნობოთ, რომ კლუბის შედეგებიდან გამომდინარე დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით მთავარი მწვრთნელი, ფრანკ დე ბური გათავისულებულია დაკავებული თანამდებობიდან. მის ადგილს დროებით დაიკავებს "ინტერ პრიმავერას" მწვრთნელი სტეფანო ვეკი, რომლის დებიუტიც ხუთშაბათს, "საუთჰემპტონთან" შეხვედრაში შეგდება.

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ და წარმატებები ვუსურვოთ სამწვრთნელო კარიერაში ფრანკ დე ბურსა და მის გუნდს "ინტერში" გაწეული სამუშაოსთვის." - წერია "ნერაძურის" ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი "ინტერს" გასულ ზაფხულს ჩაუდგა სათავეში, თუმცა არასასურველი შედეგების გამო იგი მალევე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.


საინტერესო

  • levani25
  • 2 ნოემბერი 2016 01:06
ვინც არ უნდა მოიყვანონ მაინც არაფერი ეშველებათ
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით