მარკიზიო: "ლიონთა ფრე არ არის ცუდი შედეგი"

3-11-2016, 17:43

ტურინის "იუვენტუსის" იტალიელმა ნახევარმცველმა, კლაუდიო მარკიზიომ, "ლიონთან" ფრე 1-1 თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსმა" მატჩის ბოლოს მიიღო გოლი საკუთარ კარში და დაკარგა შანსი გაენაღდებინა ფლეი-ოფის საგზური 2 ტურით ადრე.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახლში 3 ქულის მოპოვება და საწყენია, რომ ვერ შევძელით. ვფიქრობ, რომ ფრე ცუდი შედეგი არ არის, ლიონი ძალიან ძლიერი მეტოქეა. უნდა ვეცადოთ, რომ საკუთარ მოედანზე შევძლოთ ყველა მატჩის მოგება, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ ტურნირზე, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა." - განაცხადა მარკიზიომ.

შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ "იუვენტუსს" 8 ქულა აქვს მოგროვებული და მეორე პოზიციაზე იმყოფება. პირველ ადგილზე კი "სევილიაა" 10 ქულით.


საინტერესო

  • hovden
  • 3 ნოემბერი 2016 17:43
სევილიას უნდა მოუგოთ შემდეგ ტურში
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით