ადურისის უნიკალური რეკორდები

4-11-2016, 00:14

როგორც მოგეხსენებათ დღეს გაიმართა ევროპა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა, რომელშიც ბილბაოს "ატლეტიკმა" "გენკს" უმასპინძლა და ანგარიშით 5:3 იმარჯვა. საინტერესოა, რომ მასპინძელთა ხუთივე გოლი ერთმა ფეხბურთელმა გაიტანა და ეს ფეხბურთელი ესპანელი ფორვარდი არის ადურისი გახლავთ.

35 წლის თავდამსხმელმა დღეს ერთბაშად ორი უნიკალური რეკორდი დაამყარა. პირველი ის, რომ მან შეხვედრაში 3 თერთმეტმეტრიანი გარდასახა გოლად, რაც აბსოლიტური რეკორდია ევროპა ლიგის. მეორეს რეკორდს რაც შეეხება, ადურისი გახლავთ პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპა ლიგის ერთ შეხვედრაში 5 ან მეტი გოლის გატანა მოახერხა.

აქამდე აღნიშნული რეკორდი ედინსონ კავანისა და რადამელ ფალკაოს ეკუთვნოდათ. ურუგვაელმა ფორვარდმა 2012 წელს "ნაპოლის" რიგებში "დნიპროსთან" შეხვედრაში შეძლო 4-ჯერ მეტოქის კარის აღება. რაც შეეხება კოლუმბიელს, მან 2011 წელს "პორტოს" შემადგენლობიდან ასევე 4-ჯერ დაამწუხრა "ვილიარეალი".


საინტერესო

  • hovden
  • 4 ნოემბერი 2016 00:21
beberi lomi
  • levani25
  • 4 ნოემბერი 2016 01:08
sagol tipi ar berdeba :D
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით