რას წერენ იტალიელი გულშემატკივრები გიორგი ქვილითაიაზე

4-11-2016, 00:50

როგორც უკვე მოგახსენეთ, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "სასუოლომ" გიორგი ქვილითაიას "რაპიდს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:2-ზე დაუზავდა.

იტალიელებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში სტუმრებმა სიტუაცია სათავისოდ შეცვალეს. გადამწყვეტი გოლი კი ქართველი ლეგიონერის ანგარიშზეა - ქვილითაიამ 90-ე წუთზე თავის გუნდს ქულა მოუტანა.

ამ გოლს იტალიური კლუბის გულშემატკივრებში ბევრი განხილვა მოჰყვა. გთავაზობთ 5 ყველაზე საინტერესო კომენტარს, რომელიც "სასუოლოს" გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელებში გააკეთს:

7. ეს ვინ შემოიყვანეს, აგვირია დაცვაში საქმე და გოლიც გაგვიტანა.
6. ნახევარ მილიონად იყიდეს ბოლო გოლის ავტორი.
5. ქვილითაია არის ფორვარდი, რომელსაც შეუძლია შეტევის დაგვირგვინება.
4. კატასტროფული ბოლო წუთები გვქონდა. მგონი, ამ ბიჭმა პლეი-ოფის გარეშე დაგვტოვა.
3. ქვილითაია მშვენივრად თაამშობს ბურთით და ასევე აქვს თვითრწმენა.
2. მოდით, ვაპატიოთ და ეს ბიჭი ჩვენთან გადმოვიყვანოთ. ახალგაზრდაა და პერსპექტიულია.
1. ბრავო რაპიდს! ბოლო გოლის ავტორი კალაძის ქვეყნიდანაა?

იხილეთ ქართველის გოლი "სასუოლოს" კარში: VIDEO

საინტერესო

  • tsandro
  • 4 ნოემბერი 2016 00:57
საღოლ გიო :3 კაი გოლი შეაგდო
  • levani25
  • 4 ნოემბერი 2016 01:04
ძაან კაია ასეთი გოლები რომ გააქვს
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით