"ინტერში" ჰიდინკის კანდიდატურას განიხილავენ

4-11-2016, 15:35

როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ მილანის "ინტერის" ხელმძღვანელობამ კლუბის მთავარი მწვრთნელი, ფრანკ დე ბური დაითხოვა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო და მისი ადგილი დროებით "პრიმავერას" მწვრთნელმა სტეფანო ვეკიმ.

უცხოურ მედიაში კი უკვე გაჟღერდა იმ მწვრთნელთა სახელები, რომლებიც შეიძლება "ინტერს" ჩაუდგნენ სათავეში. კერძოდ, ინგლისური გამოცემა SUN-ის ინფორმაციით, იტალიელელები ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად გუს ჰიდინკს განიხილავენ. ჰოლანდიელი სპეციალისტი უკანასკნელად ლონდონის "ჩელსის" დროებითი მწვრთნელი იყო გასულ სეზონში, მას შემდეგ კი იგი უგუნდოდაა.

"ნერაძურის" ხელმძღვანელობა ჰიდინკის გარდა ასევე დიეგო სიმეონესა და ანდრე ვილაშ ბოაშის კანდიდატურასაც განიხილავენ. პირველი მათგანი ერთ დროს უკვე იცავდა მილანელთა ღირსებას ფეხბურთელის რანგში და თუ მისივე ინტერვიუებიდან ვიმსჯელებთ დიდი სურვილი აქვს ამ კლუბში დაბრუნების. რაც შეეხება ვილაშ ბოაშს, მისი "ინტერში" ხილვა ძნელად სავარაუდოა.

შეგახსენებთ, რომ "ინტერს" იტალიის სერია ა-ში 11 ტურის შემდეგ 14 ქულით მეთორმეტე ადგილი უკავია.

საინტერესო

  • levani25
  • 5 ნოემბერი 2016 02:18
მაგათ მაინც არაფერი ეშველებათ
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით