"სევილიასთან" პიკე და ალბა ვერ ითამაშებენ

5-11-2016, 00:26

"ბარსელონას" ესპანელი მცველი, ხერარდ პიკე ტრავმის გამო ვერ შეძლებს "სევილიას" წინააღმდეგ თამაშს, ასევე ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას ხორდი ალბაც.

შეგახსენებთ, რომ ალბამ და პიკემ ტრავმა მიიღეს ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში, "სიტის" წინააღმდეგ თამაშისას. კატალონიურმა გამოცემამ, Sport-მა დაადასტურა, რომ ორივე ესპანელი მცველი არ ითამაშებს მომდევნო მატჩში.

სავარაუდოდ მათ ჩაანაცვლებენ ლუკას დინიე, რომელსაც ბევრი შანსი არ ეძლევა "ბარსელონაში" და სამუელ უმტიტი. შეგახსენებთ, რომ "სევილიისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება გაიმართება კვირას. 10 ტურის შემდეგ "ბარსელონას" 22 ქულა აქვს მოგროვებული და მე-2 პოზიციაზე იმყოფება, "სევილია" 21 ქულით მე-4 პოზიციაზეა.


საინტერესო

  • hovden
  • 5 ნოემბერი 2016 00:26
10 turis mere la ligashi 2 cageba bevria barcastvis gauchirdeba seviliastanac
  • levani25
  • 5 ნოემბერი 2016 01:50
წააგებს ბარსა მაგრად მგონია
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით