რატომ დაასრულა ამისულაშვილმა კარიერა?

5-11-2016, 21:24

34 წლის ყოფილმა ფეხბურთელმა მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ალექსანდრე ამისულაშვილი მიმდინარე წელს თბილისის "დინამოს" შემადგენლობას შეუერთდა, გუშინ კი ბუცების კედელზე ჩამოკიდება გადაწყვიტა.

"რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან გამიჭირდა. "დინამოში" საერთო ჯამში დიდი დრო მაქვს გატარებული და ეს კლუბი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. შიდა ჩემპიონატში გამარჯვება ვერ მოვახერხეთ და სათასო შეხვედრაშიც დავმარცხდით. სამწუხაროა, მაგრამ ფეხბურთისგან სიამოვნებას ვეღარ ვიღებ. ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება", - ამბობს ამისულაშვილი.

"წარმოდგენა არ მაქვს, თუ რა საქმიანობით დავკავდები მომავალში, თუმცა ახლა აუცილებლად დასვენება მჭირდება", - დაასრულა "დინამოს" ყოფილმა კაპიტანმა.


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით