გუნდი, რომელმაც გუშინ "აიაქსის" საუკუნოვანი რეკორდი მოხსნა!

5-11-2016, 22:46

დღეს შოტლანდიის ყველაზე დაბალი რანგის მქონე ლიგაში ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა. "ისტ კილბრიჯმა" ახალი ისტორია დაწერა. შოტლანდიელებმა ზედიზედ 27 ოფიციალური შეხვედრა მოიგეს, რითაც გააუმჯობესეს ამსტერდამის "აიაქსის" რეკორდი.

"კილბრიჯმა" დღეს გამართულ შეხვედრაში ანგარიშით 3:1 სძლია "ბსც გლაზგოს" და ამის წყალობით ყველაზე გრძელი მოგებათა სერია გამოაცხო, საფეხბურთო ისტორიაში. აქამდე ეს რეკორდი იოან კრუიფის "აიაქსს" ეკუთვნოდა. ლეგენდარულმა ჰოლანდიურმა კლუბმა 1971 წლის 3 ოქტომბრიდან 1972 წლის 29 მარტამდე ზედიზედ 26 ოფიციალური შეხვედრა მოიგეს.

რაც შეეხებათ შოტლანდიელებს, მათი ეს 27 მატჩიანი მოგებათა სერია მიმდინარე წლის მარტში, "უაითჰილის" ძლევით დაიწყო და დღემდე გრძელდება. მას შემდეგ კილბრიჯელებმა 15 შეხვედრა მოიგეს გასულ სეზონში და 12 შეხვედრა მიმდინარე სეზონში და ამჟამად მეორე ადგილსან "სპარტანსს" 13 ქულით ასწრებენ.

საინტერესოა, რომ ასეთი რეკორდის მიუხედავად "კილბრიჯს" არასოდეს უთამაშია "ლოულენდ ლიგაზე" უფრო მაღალ დივიზიონში. წელს კი დიდი ალბათობით ისტორიაში პირველად ექნებათ შანსი შოტლანდიის ლიგა 2-ში გადასვლის.

საინტერესო

  • tsandro
  • 6 ნოემბერი 2016 00:23
საღოლ ამათ :D რეალს შარშან ცოტა დააკლდა
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით